პეტიცია ,,ბოლნელის“ გადასარჩენად

1470311944.jpgჩვენ, პეტიციის ხელმომწერები მოვითხოვთ შენარჩუნდეს და სრულყოფილად 
არსებობისა და ფუნქციონირების საშუალება მიეცეს 500 თავდადებული 
ბოლნელის სახელობის  ქ. ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო 
ანსამბლ „ბოლნელს“.

   მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისრეგიონული 
განვითარებისა და ინფრასტრუქტის სამინისტროებს, აგრეთვე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამასთანავე ყველა იმ უწყებას, რომელსაც ხელეწიფება აღნიშნული პრობლემის მოგვარება: შენარჩუნდეს და რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზსა და შენობას (მისაართი: სულხან - საბა ორბელიანის ქ. N 1 ბ; ქ. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი),  რომელიც სავალალო მდგოარეობაშია.

    შენობა, სადაც 25 წლის განმავლობაში, ანსაბლის რამდენიმე ასეული თაობა 
აღიზარდა და ეზიარა ქართული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ხელოვნებას, 
უძველესია. ის, 200 წლის წინ საქართველოში განსახლებული გერმანელი  კოლონისტების  მიერაა აშენებული და ერთ-ერთი უნიკალური, ისტორიული და კულტურული  ღირებულების მატარებელიძეგლია ქალაქში. 

    სიმბოლურია ისიც, რომ ამ შენობაში 1911 წელს გერმანული კულტურის 
ცენტრი იყო, 1978-80 იან წლებში მინი კინოთეატრი, ხოლო 2000-იანი წლებიდან უფუნქციო, გაპარტახებულ და მიტოვებულ შენობაში ანსამბლმა ,,ბოლნელი"დაიდო ბინა. ამით შენობა 
დანგრევას გადაურჩა. დღეს კი მისი ავარიულობიდან გამომდნარე, ანსამბლი  ვერ  ახერხებს  სრულფასოვნად ფუნქციონირების გაგრძელებას.
 
    ანსამბლი ,,ბოლნელი" ქალაქსა და რეგიონში, რომელიც ეთნიკურად და რელიგიურად 
მრავალფეროვანია ერთადერთი ჭეშმარიტად სახალხო ანსამბლია, რომელიც არაერთგზის აღიარებულია საკუთარი მიღწევებით, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის  ფარგლებს  გარეთაც.  ყურადღება  მისაქცევია ის გარემოება, რომ ანსამბლის წევრები ხშირად არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა მოზარდებიც, რომლებიც გამოხატავენ დიდ ინტერესს, როგორც ქართული ეროვნული, აგრეთვე ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში სხვადასხვა ჟანრის მიმართ, რაც ანსამბლის მოღვაწეობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს...  

     ანსამბლის  არსებობა თითქმის 25 წელზე მეტ ხანს ითვლის, რომელიც ოფიციალური იურდიული სტატუსის გარეშეა მიტოვებული.  „ბოლნელი“, დღემდე მოღვაწეობდა ბავშვთა და მოზარდთა სხვადასხვა ასაკობრივი საკონცერტო შემადგენლობით. ანსამბლი ახერხებდა ახალგაზრდობით დაკომპლექტებული საკონცერტო ჯგუფით მოღვაწეობას, რომელიც ხშირად ვერ ინარჩუნებდა კონტინგენტს. თაობები, რომელებიც ენთუზიაზმით ქმნიდნენ და ქმნიან მაღალ ხელოვნებას, დგებიან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობის მიტოვების საფეხურზე...

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს სხვა ალტერნატიული შენობა სადაც ანსამბლი შესძლებდა ფუნქციონირების გაგრძელებას, რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, „ბოლნელის“ სარეპეტიციო დარბაზისათვის რეკონსტრუქციისა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.

   შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს,  აგრეთვე  იმ თაობებს, რომლებიც მომავალში ეზიარებიან ქართულ ტრადიციულ ეროვნულ ცეკვებსა და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას, საშუალება მიეცეთ უსაფრთხო გარემოში იფიქრონ სულიერი და ესთეტიკური განვითარებისათვის და მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს...

    სწორედ ამიტომ, ზემოთხსენებულ სამინისტროებს, რეგიონისა და  ადგილობრივი  თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მოვუწოდებთ შეისწავლონ  აღნიშნული საკითხი და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული ყველა პირობით, რათა  მოხდეს იმ მოთხოვნის  შესრულება, რასაც პეტიციის ხელმომწერები მოვითხოვთ:

  •   გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 31-ე მუხლები, ასვეე საქართველოს ორგანული კანონი (15.10.2010. N3710 ).

  • რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს და სრულფასოვნად, უსაფრთხოდ  ფუნქციონირების საშუალება მიეცეს 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქ. 
    ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლის „ბოლნელი“ შემოქმედებით ჯგუფსა და ქორეოგრაფიული სტუდიის 200-მდე აღსაზრდელს.

  • რეკონსტრუქციის შემდეგ, ანსამბლსა და შენობას მიენიჭოს ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიისა და ნაციონალური კულტურის მუნიციპალური ცენტრის სატატუსი, რომელიც შემდგომში მოემსახურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობას, რაც გულისხმობს: ქორეოგრაფიული ხელოვნების მრავალფეროვან მიმდინარეობებთან ზიარებას (კლასიკური (საბალეტო), ავთენტური ფოლკლორული ქორეოგრაფია, სასცენო ქართული ეროვნული ქორეოგრაფია, მსოფლიოს ხალხთა ქორეოგრაფია, სპორტული და სამეჯლისო ცეკვები და სხვა თანამედროვე ქორეოგრაფიული ხელოვნება)

  • მოხდეს შენობისა და დაწესებულების, საღონისძიებო სივრცედ გამოყენება, სადაც წარმომადგენლები (მოსწავლე - ახალგაზრდობა) ფართო საზოგადოებას შესთავაზებს საჩვენებელ და საანგარიშო კონცერტებს, ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს და სხვადასხვა სახის შოუ - პროგრამებს, დაწესებულებას თავისი შენობით მიენიჭოს მრავალფუნქციური დატვირთვა, რომელიც მნიშვნელოვნად წაადგება ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას, ინფრასტრუქტურულად და ტურისტულად კი ეს იქნება საინტერესო სივრცე  ისტორიულ და თანამედროვე ქალაქში...

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს იმ მოთხოვნების შესაბამისად,  რაც  ასახულია პეტიციაში  და საქართველოს  კანონში ადამიანის უფლებებისა  და  თავსუფლებების შესახებ.


გადავარჩინოთ ,,ბოლნელი"    Contact the author of the petition