მიმართვა საქართველოს მთავრობას!
პეტიცია: სექსუალურ უმცირესობათა ცხოვრების წესის პროპაგანდისა და დაკანონების წინააღმდეგ!
29 ნოემბერს ვილნიუსში "ევროკავშირთან" ასოცირების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ საქართველო გახდეს "ევროკავშირის" წევრი ქვეყანა, არის ის რომ, 10 წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ, უნდა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის სრული სინქრონიზაცია, ევროპულ კანონმდებლობასთან, რაც გულისხმობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის, დაახლოვებით 350 კანონის, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. აქედან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებას აშფოთებს ერთი საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს: ევროპულ ღირებულებათა და ფასეულობათა სპექტრში, საკანონმდებლო დონეზე დადასტურებულია ისეთი ღირებულებები, რაც ყოვლად მიუღებელი და შეუთავსებელია ქართული საზოგადოებისათვის. კერძოდ, რამდენიმე ამ კანონთაგანი, შესაძლოა ითვალისწინებდეს სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა-გაფართოებას, რაც ყოვლად მიუღებელია ქართული სახელმწიფოსათვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ, საჯარო გახადოს იმ ვალდებულებათა ნუსხა, რაც დადასტურებულია ქართული მხარის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერით. ასევე ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, საზოგადოებისათვის ამ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით.
David Osepashvili Contact the author of the petition
Announcement from the administrator of this websiteWe have closed this petition and we have removed signatories' personal information.European Union's General Data Protection Regulation (GDPR) requires a legitimate reason for storing personal information and that the information be stored for the shortest time possible. |