ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

მანანა

/ #145 Re: Re:

2013-02-02 21:55

#142: kakha alibegashvili - Re:

როგორც ვხედავ, ბატონო კახა, თქვენვე სვავთ კითხვებს და თქვენვე სცემთ პასუხს. ანუ ოპონენტი არ გჭირდებათ:) თუმცა შევეცდები მაინც გიპასუხოთ(დემაგოგიურად)

ძალიან ცუდია, თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დასაქმდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტი. თუმცა რამდენიმეც რომ იყოს, ძალიან ცუდია რომ თითოეული ადამიანის ბედი არ გაღელვებთ და მათი დასაქმება არ წარმოადგენს თქვენთვის მნიშვნელობას. ჰესებით როგორც თქვენ თქვით "რამოდენიმე" დასაქმდება. ყბადაღებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით კიდევ "რამოდენიმე" და ასე შემდეგ. და თქვენ როგორ გგონიათ, რამდენი ცხოვრობს ყაზბეგის რაიონში? თქვენ თვითონ აცხადებთ, რომ ამჟამად 2 ჰესზე 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებულიო. ანუ ახლა ჰესებს რომ გავაჩერებთ ეს 100 ადამიანი ისევ უმუშევარი რჩება. მაგრამ ესეც თქვენთვის ალბათ "რამოდენიმეა", ის ადამიანები ვისაც ჰესებზე მომუშავეები არჩენენ, ისინიც "რამოდენიმეა"?:)

რაც შეეხება მთავრობის უნიათობის საკითხს. სწორედ ამაშია პრობლემა, რომ მთავრობას როგორც განყენებულ ელემენტს ისე მოიხსენიებთ და არ აღიარებთ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო თითოეული ჩვენი ოჯახისგან შედგება და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ შორის ქვეყნის პროგრესიც. და სწორედაც რომ უშუქოდ იჯდა მთელი საქართველო 90-იან წლებში, აღარ მინდა მაგ პერიოდის განმეორება.

რაც შეეხება თქვენს ბოლო არგუმენტს, სადაც მეკითხებით და თვითონვე სცემთ პასუხს და ამ პასუხით, როგორც ჩანს, თვითონვე კმაყოფილი ხართ, სწორედაც რომ წარმოადგენს დემაგოგიას.