ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

Quoted post


Guest

#119 Re:

2013-02-02 15:25

#113: ირაკლი მ. -

თუ თქვენს აზრს არ ვეთანხმები არ ნიშნავს რომ თქვენზე გაბოროტებული ვარ. რაც შეეხება იმას რომ მწვანე ალტერნატივა არ იღებს დაფინანსებას კომერციული სტრუქტურებიდან, სუსტად რომ ვთქვათ, არამართებულია. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, თუმცა ბევრსაც გაახსენდება მწვანე ალტერნატივას ატეხილი აჟიოტაჟი "მადნეულის" გარშემო. იწერებოდა და იწერებოდა გაუთავებლად: თუ რა ზიანს აყენებს ეს საწარმო ქვეყანას ბუნებას და ასე შემდეგ. რაშიც მე აბსოლუტურად გეთანხმებით. თუმცა მას მერე რაც მწვანე ალტერნატივამ მონიტორინგის "უფლება" მიიღო, მას მერე მისი პოზიცია არავის გაუგონია. რა ახლა აღარ აყენებს ბატონო ირაკლი? თუ მადნეულიც "მწვანე" გახდა?? საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ დაფინანსების მიღების არაპირდაპირი გზებიც არსებობს

Replies


Guest

#123 Re: Re:

2013-02-02 15:34:26

#119: - Re:

მონიტორინგის უფლება მიიღო - რას ნიშნავს? მადნეულის თემაზე ვმუშაობდით და დღესაც ვმუშაობთ. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე, რას ვაკეთებთ. ორგანიზაციის დისკრედიტაციის თქვენი მცდელობა ძალიან უსუსურია! და ეს მხოლოდ თქვენზე მეტყველებს ცუდად.  დაფინანსების არაპირდაპირ გზებზე ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან მსჯელობთ.

ირაკლი მ.

#124 Re: Re:

2013-02-02 15:36:12

#119: - Re:

ეს არის ცილისწამება და უკვე შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ. მადნეულთან დაკავშირებით სხვა ორგანიზაციაში გეშლებით, რომლის ხსენებაც არ მინდა. რა მონიტორინგის უფლება მივიღეთ? ან საიდან მოიტანეთ, რომ არაფერი გვითქვამს ბოლო დროს "მადნეულზე". ან არ ფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას, ან ჩირქის მოცხებას ცდილობთ მიზანმიმართულად

Nino Gujaraidze

#126 Re: Re:

2013-02-02 15:39:10

#119: - Re:

როგორც მივხვდი ბატონი დავითი წერს ამას. ეხლა ძალიან შევეცდები რომ კორექტულად გიპასუხოთ და მხოლოდ იმიტომ გპასუხობთ, რომ ამ კომენტარებს სხვებიც კითხულობენ.მწვანე ალტერნატივა დაიხაც საუბრობდა იმაზე თუ რა ზიანი მოაქვს მადნეულს და თქვენდა გასაკვირად, დღესაც საუბრობს. კიდევ ერთხელ მიგითითებთ ჩვენს ვებ-გვერდზე სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს ინფორმაცია www.greenalt.org

"მწვანე ალტერნატივამ მონიტორინგის "უფლება" მიიღო" - რას ნიშნავს? ან საიდან მოიტანეთ? ასეთი უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის საჯარო უწყებას, არასამთავრობო ორგანიზაციას ასეთი უფლება არ შეიძლება ქონდეს, კანონი ამას არ უშვებს. ასე, რომ ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ მსგავსი დეზინფორმაციისგან. თუ მაინცდამაინც ჩვენი გალანძღვა გინდათ, ცოტა ძალისხმევა გაწიეთ და რაიმე ისეთი გადვაბრალეთ, რომ საღ აზრთან ცოტა ახლოს იყოს და თავის მართლებად ღირდეს.