შეწყდეს სითი პარკის უკანონო ქმედება

სითი პარკის მოვალეობაა დაარეგულის ქალაქში პარკირება. თუმცა ამ მოვალეობის ფარგლებში ის აწესებს მაღალ ჯარიმებს პარკირების წესების დარღვევისთვის და ახდენს მანქანების ძალიან სწრაფ ევაკუაციას.

გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია მოვალემდე მიდის გვიან, ან საერთოდ არ მიდის, ისე რომ მოვალემ არ იცის გადასახდელი 150 ლარიანი ჯარიმის შესახებ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც მოვალის ქონებას აყადაღებს და ყიდის აუქციონზე. მოვალე ამის შესახებ იგებს მაშინ, როდესაც მას შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უგზავნის.

ხშირია გადახდილ ჯარიმებზე საურავის დარიცხვა ან ხელახალი დაჯარიმება.

საინტერესოა რატომ იზრდება 10 ლარიანი გადაუხდელი ჯარიმა 15-ჯერ ერთი თვის მანძილზე და ხდება 150 ლარი.  ასევე არ არსებობს წლიური ანგარიში, ან რაიმე დოკუმენტი სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია რაში იხარჯება ჩვენს მიერ ჯარიმებში გადახდილი უამრავი თანხები!

ჩვენ ვითხოვთ შეწყდეს სითი პარკის უკანონო ქმედებები, შემცირდეს ჯარიმები და გაიზარდოს ჯარიმის გადახდის ვადები. ასევე ვითხოვთ გამოქვეყნდეს დეტალური ანგარიში რაში იხარჯება ჯარიმებში გადახდილი თანხები!