If you link to this petition, please use the following url: https://ka.petitions.net/esshengexeba |
ეს ჩვენ გვეხება! შეცვალეთ უსამართლო კანონმდებლობა!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვუერთდებით კამპანიას "ეს შენ გეხება" და ხელს ვაწერთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ წამოწყებულ პეტიციას 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები:
- ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;
- მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;
- განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;
- სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;
- აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.
ჩვენ მოვითხოვთ, არასამთავრობო ორგანიზაციების: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას!
ეს შენ გეხება Contact the author of the petition
Announcement from the administrator of this websiteWe have closed this petition and we have removed signatories' personal information.European Union's General Data Protection Regulation (GDPR) requires a legitimate reason for storing personal information and that the information be stored for the shortest time possible. |